|
2024-10-08 13:50:18, 301 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე - ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? - მათი ქმედებიდან გამომდინარე
ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? - მათი ქმედებიდან გამომდინარე, დააკვირდით ყველა მათგანს ერთმანეთზე რა აქვთ ნათქვამი, ჩვენ ხომ არ გამოვდივართ და ამ ფრაზებს ჩვენ არ ვიძახით. რას იძახდა გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე, რას იძახდა ელისაშვილი მასხარა ხაზარაძეზე, რას იძახდა გვარამია სალომე ზურაბიშვილზე, ხაზარაძე გახარიაზე და ა.შ. - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, „ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია ის არის უღმერთო". „რამ უნდა აიძულოს ერთმანეთთან პატიება, რა არის ჩვენი სარწმუნოება, რას ნიშნავს ქრისტიანობა - ჯერ უნდა მიუტევო, აპატიო რასაც შენ გაბრალებენ, ან შენ დააბრალე რაღაც ადამიანს და მაგის მიხედვით შეიძლება ერთიანობაში რაღაც განახორციელო, მაგრამ, როცა საერთოდ არ საუბრობ ამ თემებზე რას უწოდებდი და როგორ უწოდებდი და ახლა გგონია რომ ყველაფერი დასაშვებია, ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია ის არის უღმერთო, არ წამს არაფრის, ამაზე მაქვს საუბარი. როდესაც ერთ დღეს ესეთი ტექსტებით გამოდიხარ, მოღალატეს უწოდებ, არაკაცს, არც შემიძლია ასეთი სიტყვები ვახსენო, რასაც ისინი ერთმანეთს უწოდებდნენ, მეორე დღეს აბსოლუტური 180 გრადუსით შებრუნებული, პირიქით საუბრობ ადამიანზე, თან პოლიტიკოსი გქვია და თან ამომრჩეველს ელაპარაკები. ამომრჩეველთან მიდიან ელისაშვილი და ხაზარაძე და ეუბნებიან ჩვენ დაგვიჭირე მხარი და ამომრჩეველმა, რომ კითხოს შე დალოცვილო ამაზე ვაჭარს იძახდი, მევახშეს, არაკაცს, რას მეუბნები ახლა რომ ამისი უნდა მჯეროდეს თუ არ უნდა მჯეროდეს და რას უპასუხებს ელისაშვილი, რომ ეს ხუმრობა იყო? და ამ ადამიანს უნდა დაუჭიროს მოქალაქემ მხარი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)