|
2024-10-07 22:38:10, 311 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სოფლის მეურნეობაზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი
სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის მოიყვანა 2012 წლის მონაცემები და აქვე აღნიშნა, რომ ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული. „შედარებისთვის, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 172.5 მილიონ ლარს, წელიწადში 200 მილიონი ლარიც კი არ იხარჯებოდა სოფლის მეურნეობაზე და ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული, რაც აისახებოდა, რა თქმა უნდა, სოფლად მცხოვრები ადამიანების მდგომარეობაზე. 3 მილიარდი მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. აქაც არის ერთ-ერთი ყბადაღებული თემა, იყო „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ მილიარდი მოხმარდებოდა სოფლის აღორძინებას, არა თუ მილიარდზეა საუბარი, ამ წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი უკვე მოხმარდა სოფლის აღორძინებას და მარტო შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი მოხმარება, ანუ ძალიან დიდი გადაჭარბებით არის ეს დაპირება შესრულებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)