23:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 17:19:02, 273 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზურაბიშვილს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას

ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიესალმა "ქართულ ქარტიას" ანუ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან არ არის გაკეთებული განმარტება, რამდენად შეესაბამება ზურაბიშვილის განცხადება სიმართლეს".

"ქალბატონი სალომე როდესაც ის უნებართვო ვიზიტებში იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას, გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ამ ბანანის რესპუბლიკის დოკუმენტს, რომელიც ქალბატონმა სალომემ შეადგინა და ზუსტად ამ დოკუმენტში წერია ის, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან უნდა გავიდეს ეს ქვეყანა, არაუფლებამოსილმა პირმა, ქალბატონმა სალომემ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ზუსტად ამ დოკუმენტის სულისკვეთებაა, რომ ქართველ ხალხს არ აქვს იმის უნარი, ცოდნა და იმ დონეზე არ ვართ ჯერ ასული როგორც ჩანს ზოგიერთის თვალში, რომ ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნებით ავირჩიოთ ხელისუფლება, გვაკლია ეტყობა ცოდნა და უნარები და ამიტომ დროებითი, ტექნიკური, არაპარტიული ხელისუფლება უნდა გვყავდეს.

ამიტომ მე ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიესალმება, რომ მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა ამ ქვეყნის და თუ იზიარებს იმ სულისკვეთებას გერმანიის ხელისუფლება, თუკი ამ ქარტიას მიესალმა, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება რეგულარული წესით, არამედ ეს უნდა იყოს ექსტრაორდინარული მთავრობა. ამიტომ, მე მადლობელი ვიქნებოდი თუკი ამაზე იქნებოდა პასუხი. მე ვნახე, რომ იყო გარკვეული განმარტებები, თუმცა უფრო პასუხისგან თავის არიდება იყო, ვიდრე პირდაპირ კითხვაზე პასუხი. ქალბატონ სალომეს თავის განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics