05:29 - 11 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-04 11:56:51, 702 ნახვა

ომბუდსმენი მოუწოდებს ცესკოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მით უმეტეს, როცა არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის.

"ბოლო დღეებში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.

საკითხის მოკვლევის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა.

ამავე დროს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მით უმეტეს, როცა ეს არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის.

შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში",- ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილერი - რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, ჩვენს განცხადებას დაელოდოთ
ზელენსკი - ვესაუბრე მარკ რუტეს, გვინდა, რაც შეიძლება მეტი დეტალი მივაწოდოთ პარტნიორებს, რათა მშვიდობა უზრუნველყონ
პრეზიდენტი - ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც თავის მოქალაქეებზე ნამდვილ ტერორს ახორციელებს
ბაჩიაშვილი - გავრცელდა ხმები, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებით იყო მისული

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქციის დარბევა დღე 9












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics