|
2024-10-03 11:15:20, 383 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას ვერ შეძლებს
"ქართული ოცნება" ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბოკუჩავამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას არჩევნებზე მხარი დაუჭირონ, რათა საქართველომ ევროატლანტიკური გზა შეინარჩუნოს. "მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპები, რაც ეუთოს საფუძველს წარმოადგენს, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგება პუტინის მიერ მაშინ, როდესაც ის ბავშვთა საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბომბავს უკრაინაში. მაგრამ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სხვა ისეთი ავტორიტარების სამარცხვინო მცდელობები, რომ ომის შიშის დანერგვით შეინარჩუნონ ძალაუფლება, როგორიც საქართველოს მმართველი ბიძინა ივანიშვილია. გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ ივანიშვილის კრემლიდან შთაგონებული პროპაგანდა ეფუძნება რუსეთის უძლეველობის მითებს და ცინიზმს, რომ დასავლეთის მშვიდობისმოყვარე ერები ცდილობენ კონფლიქტების გაჩაღებას. რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა, პარტია "ქართული ოცნებით" სათავეში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ შიშის სასოწარკვეთილ ტაქტიკას ეყრდნობა - პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით პატიმრობაში ჰყავს საქართველოს ყველაზე პროდასავლელი პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას და ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტს. მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა და უსაფრთხოება. "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით. მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ამ ისტორიულ არჩევნებზე, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ევროატლანტიკური გზა. მადლობას გიხდით ჩემი ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის მხარდაჭერისთვის",- განაცხადა ბოკუჩავამ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)