|
2024-10-02 16:34:46, 447 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი უხეშად მანიპულაციურია და სიმართლეს არ წარმოაჩენს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი უხეშად მანიპულაციურია და სიმართლეს არ წარმოაჩენს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ აშშ-ის ელჩს მიმართა, “კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა განახორციელეს, რადგან საქმე ეხება არა 1,8%-ს არამედ 2,5%-ს“. “1,8% არის 35 ათასზე მეტი ხმა, არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე მანიპულაცია იყოს მოცემული. როცა ამბობ, რომ 1,8% რა მოხდა, 1,8% არ იყო მაშინ. როდესაც საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით - ცდომილება იყო არა 1,8% არამედ იყო თუ არ ვცდები, 2,5%. შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით “ქართული ოცნების" შედეგის ცდომილება იყო არა 1,8% არამედ 2,5%. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა ვთხოვო ელჩს, კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა, როცა საქმე ეხება არა 1,8% არამედ 2,5%-ს. 2,5% არის 50 ათასი ხმა. “ისფედი" ამტკიცებდა, რომ “ქართულმა ოცნებამ" გააყალბა 50 ათასი ხმა, ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, რომ ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი არა 1,8% არამედ 2,5% და მეორე არა 2,5% როგორც ასეთი, არამედ “ისფედი" ჩვენ გვაბრალებდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ “ქართულმა ოცნებამ" გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ 50 ათასი ხმის გაყალბების საბაბით, რადიკალური ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა ენჯეოების და ორი ელჩის მხრიდან, რაც არ არის ნახსენები ამ ბანერზე. აქედან გამომდინარე, ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა: "ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. რატომ აყენებს "ქართული ოცნება" ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?"
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)