|
2024-10-02 15:00:52, 485 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე - ივანიშვილის პარტიას შიში შეეპარა და რიხი მოაკლდა
ბატონი რაჟდენი მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება კობახიძის მხრიდან. ყველამ ნახა, რომ ეს კონკრეტული სამსახური იარაღია ხელისუფლების ხელში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულმა შემთხვევამ აჩვენა, რომ მმართველ პარტიას "შიში შეეპარა". "ბატონი რაჟდენი (ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილი) ნებისმიერ დაძახილზე მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება კობახიძის მხრიდან და ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ კუპრავილი სულ სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ვნახეთ, როგორ მოიქცა კობახიძის დავალების შემდეგ. ყველამ ნახა, რომ ბატონი რაჟდენი და ეს კონკრეტული სამსახური ინსტრუმენტია ხელისუფლების ხელში. ასევე, მე რაც დავინახე ამ მოქმედებაში ისაა, რომ ივანიშვილის პარტიას შიში შეეპარა და რიხი მოაკლდა. სწორად ეშინიათ: 26 ოქტომბერი ახლოვდება და მაქვს ეჭვი, რომ კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გაუმძაფრდებათ შიშისა და მარცხის შეგრძნება",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და "აირჩიე ევროპა" "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი უნდა გავრცელებულიყო. 30 სექტემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებოდნენ და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებდნენ". გუშინ, 1-ელ ოქტომბერს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილი იყო, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის" სტატუსი მოეხსნას". დღეს, 2 ოქტომბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)