2024-10-02 14:15:11, 309 ნახვა
პოლიტიკა
განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.
ამილახვარმა თანამდებობის დატოვების შესახებ 28 სექტემბერს განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,