|
2024-10-01 12:33:19, 403 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - 26 ოქტომბერს, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას - უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე და იმ ძირითად პუნქტებს უსვამს ხაზს, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ განახორციელებს. როგორც ივანიშვილი აცხადებს, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს "ყოფნა-არყოფნის საკითხი" დგას. "ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ: ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს; იმისთვის, რომ საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“; იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო; იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი! ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას! უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ. ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!“ - ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე - წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება გავათავისუფლეთ კორუფციისგან
კონრად-ადენაუერის ფონდი პაპუაშვილის განცხადებას უარყოფს: „მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები „საინტერესო არ არის“
უკრაინამ 24 საათის განმავლობაში Yandex-ის მეორე მონაცემთა ცენტრს დარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)