13:13 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 09:54:17, 332 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - შეცდომების დაშვებას არავინ გვაპატიებს - ამიტომაც ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია მშვიდობისა და ხვალინდელი დღისთვის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელის, არტემ დმიტრუკის განცხადების გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ „არ გაიმეორონ უკრაინის შეცდომები და არ ჩაერთონ ომში". 

როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იცავს ქვეყნის მშვიდობას და არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რასაც ხალხი არ აპატიებს. 

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.  ჩვენ რომ ამდენი ხანია ხელისუფლებაში ვართ, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. ვიღაცებს რადიკალური ოპოზიციიდან ჰგონიათ, რომ რომელიღაც საელჩოში უნდა ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ვიცით, ერთ მხარეს რა დაჯგუფება დგას, რა არის მათი და მათი პატრონების მიზანი; მეორე მხარეს კი დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის მშვიდობას იცავს. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა გვინდა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ვიღაცებმა საკუთარი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. შედეგად კი, ისევ ტერიტორიები დავკარგოთ, დავხოცოთ ხალხი, ახალგაზრდები სწავლის ნაცვლად ომში გავუშვათ. რატომ? რისი გულისთვის? არ გვიომია? გამოვლილი გვაქვს ეს პროცესები და ვიცით რამხელა ზიანის მომტანია ომი.  

ჩვენ შეცდომების დაშვების ფუფუნება არ გვაქვს. ამას არც აწმყოში და არც მომავალში არ გვაპატიებენ. შესაბამისად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის და ხვალინდელი დღისთვის“, - აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება გავათავისუფლეთ კორუფციისგან
კონრად-ადენაუერის ფონდი პაპუაშვილის განცხადებას უარყოფს: „მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები „საინტერესო არ არის“
უკრაინამ 24 საათის განმავლობაში Yandex-ის მეორე მონაცემთა ცენტრს დარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics