17:25 - 28 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-28 14:56:31, 284 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე - ქართველი ხალხი სულელი არ არის - არცერთი ნორმალური პატრიოტი მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს

ქართველი ხალხი სულელი არ არის - აღარავინ, არცერთი ნორმალური პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს.

ბარამიძის განცხადებით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "გაისტუმრებს".

"ისედაც ნათელია და ამას "ედისონის" კვლევები არ სჭირდება: სადაც უნდა იყოს ადამიანი, გაიაროს ქუჩაში, ბაზარში, ავიდეს ტრანსპორტში, მაღაზიაში, ნებისმიერ ქალაქში და დაბაში, უბანში, ყველამ კარგად დაინახა, რა მავნებლურ რეჟიმთან გვაქვს საქმე; რომ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს ჰპირდებოდა 2012 წელს, ის საკუთარი თავისთვის მოიწყო. ის უფასო ფული, მიწები, ტყე, სამუშაო ადგილები მოიწყო თავისთვის, თვითონ 900 მილიონით გამდიდრდა, ივანიშვილის ბანდის წევრების გარშემო შემოკრებილმა რამდენიმე ოჯახმა ჩაიგდო ხელში საქართველოს ეკონომიკა, პორტები, რკინიგზა, მსხვილი ბიზნესები მათ ხელშია. აქედან გამომდინარე, მათ აიწყვეს ცხოვრება კარგად და ქართველ ხალხს უქციეს ის ჯოჯოხეთად, რადგან მათი მმართველობის პირობებში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა საქართველო, სწორედ ამ მაღალი ფასების, უმუშევრობის, გაჭირვებისა და სიდუხჭირის გამო. 

ქართველი ხალხი სულელი არ არის - აღარავინ, არცერთი ნორმალური პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს. ეს მით უმეტეს ასე მოხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ხალხს აკადრა, რომ თურმე, ჩვენ ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. 

საქართველო ბოდიშს არავისთან არასდროს არ მოიხდის. ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გაისტუმრებს ამ ხელისუფლებას და საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების გზით, აუცილებლად მშვიდობიანად გამთლიანდება",- აცხადებს ბარამიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაღესტანში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაღუპულია, სულ მცირე, 13 ადამიანი
„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს
აიათოლა ალი ხამენეი - რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ
ხაზარაძე - როგორც კი, მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics