|
2024-09-26 17:12:09, 425 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მოლოდინი გვაქვს - არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს
არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკოში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ შედეგი 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. "არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ვიღაცას შეიძლება, ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია ოპოზიციიდან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა“, ვერ გადალახავს ბარიერს და ჩვენ მივიღებთ, დაახლოებით, იმ რეიტინგს, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ რეალისტურია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი, გრძელი სია მოვიტანეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას",- თქვა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს, 26 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" 170-კაციანი საარჩევნო სია გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)