|
2024-09-26 13:17:48, 404 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ემიგრანტებს - ეს არჩევნები გადამწყვეტია და მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც ზურაბიშვილი ემიგრანტებისადმი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ეს არჩევნები გადამწყვეტია და მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. “მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები, ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც სურვილი გექნებათ დაბრუნების. ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს, ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)