|
2024-09-25 15:27:48, 355 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს იმაზე, თუ ვინ აფინანსებს და რაში ხარჯავენ თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციები
კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის გამტარები არიან, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე “ანტიკორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც “აირჩიე ევროპას“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, როგორც “გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“, ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაევალათ. კალაძის თქმით, თუ აღნიშნული ორგანიზაციები მოთხოვნილ ინფორმაციას არ წარმოადგენენ, სახელმწიფო მათ მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედებს. “რა რეპრესიებზეა საუბარი, როდესაც გამჭვირვალობას ვითხოვთ. უბრალოდ, ისინი გამტარები არიან ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა სახის ინფორმაციაზე - საიდან შემოდის თანხები, ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაში იხარჯება ეს ფული. არ ვიცი, ისინი გამოაქვეყნებენ თუ არა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვინც კანონს დაარღვევს, მათ მიმართ სახელმწიფო უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)