|
2024-09-24 21:04:39, 429 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. "საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით, ასევე მოქმედი საერთაშორისო მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას მათთან გამკლავების პროცესში და აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)