|
2024-09-24 14:42:09, 422 ნახვა
პოლიტიკა
ზატულინი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება - ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გაწირავენ დამოუკიდებლობას საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა Gazeta.Ru-ს განუცხადა. ზატულინის თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, "სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე" კვლავ საუბრობს. "არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის სააკაშვილის აგრესიის გამო 2008 წელს. ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ამით ისინი ცდილობენ, ამომრჩევლის ყურადღება მიაპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა სააკაშვილმა ქვეყანა ამ აგრესიით",- ამბობს ზატულინი. მისივე თქმით, თბილისს "აფხაზებისა და ოსების ქართველებთან გაერთიანებისთვის მზადყოფნის იმედი" არ უნდა ჰქონდეს. "ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირ გავლენას არ მოახდენს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს იმედი აქვს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არსებობს და არ შეიძლება, არსებობდეს რამე გეგმა, რომ რამე ეფემერული სარგებლისთვის ამ გადაწყვეტილებას შევცვლით",- აცხადებს ზატულინი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)