|
2024-09-23 15:17:03, 343 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნას
მნიშვნელოვანია არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა იმ მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებიან, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გაეროს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან „თავდაუსხმელობის აქტის“ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება. როგორც კალაძემ აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" გასამართლდეს. "მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)