|
2024-09-23 14:21:11, 345 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას“ - ეს ჩვეულებრივი შანტაჟია
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია ბიუროკრატიულად და ყველანაირი თვალსაზრისით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება. „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესს, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას". ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რაზეც ვსაუბრობდი. ზუსტად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე და არ უარყოფს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გამძაფრდება ასეთი განცხადებები",- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორიც ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც პოლიტიკოსები. „რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნუ გამოვყოფთ, რადგან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს. დღეს ზღვარი წაშლილია და არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, აგენტები. ეს არის აგენტურის ქსელი, რომლის შექმნისთვის უცხოეთიდან ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, რათა ქვეყანა ემართათ გარედან. დასჭირდებოდათ და შეცვლიდნენ ხელისუფლებას, სხვას დააყენებდნენ და იტყოდნენ, რომ ეს არის ხალხის არჩეული. დღეს, ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დკაავშირებით, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ის, გარედან თავსმოხვეული პროცესები, რაც გვქონდა, მერწმუნეთ, ჩაბარდება წარსულს. არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, დარბიან ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია დააზიანონ და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. არ გახსოვთ, პოლიტიკოსები რომ დარბოდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს და ა.შ.?! მავნებლები არიან",- განაცხადა კალაძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)