2024-09-20 16:25:28, 399 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს
![]() პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია კოალიციასთან - "ძლიერი საქართველო" მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭირო სამ პრინციპს ასახელებს. როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს პრინციპებია: ნეიტრალური პლატფორმა; გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი და პარიტეტული პრინციპი; კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც "ქართულ ოცნებასთან", ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან". "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოში სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი. მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან, ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმის საკითხის დათმობამ, მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში. გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე. მე წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა - ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი ქვეყანაში პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევის; წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში. ვიღაცისთვის მთავარ მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი, ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა. ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია საჯაროდ მოლაპარაკებების საკითხებზე, გავუფრთხილდით როგორც თავდაპირველ მიზანს, რომელიც ჩვენთვის ძლიან მნიშვნელოვანი არის დღესაც, ისე მეორე მხარეს, რომელთანაც მომავალში პოზიტიურ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ახლაც, ვსაუბრობთ მოლაპარაკების მხოლოდ იმ პრინციპებზე, რაც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს და მეორე მხრივ, შეინარჩუნებს ჩვენი მომავალში თანამშრომლობის რესურსს. რას არ დათანხმდა ხაზარაძე: ნეიტრალურ პლატფორმას - თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული "ლელოში". ამიტომ, ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო, არის შეუძლებელი; გადაწყვეტილების მიღების სამართლიან პარიტეტულ პრინციპს - ითქვა, რომ იქ კოალიციაა და ბევრი სუბიექტია, ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი; კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან", ისე "ნაციონალურ მოძრაობასთან". ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე - პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და პროცესი საბოლოოდ და სრულად ააცილა თავდაპირველ მიზანს. ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად თავდაპირველ პრინციპებს. საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა - და ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი და პარიტეტული პრინციპი. 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც "ქართულ ოცნებასთან", ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან",- განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძესა და გახარიას შორის, ისევე, როგორც ორივე ლიდერის ზურაბიშვილთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა, შეთანხმება ვერ მოხერხდა.
არჩილ გორდულაძე - ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია
Startup Grind-ი ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოფს გამართავს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაშირუსებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, - ომბუდსმენი
![]() პუტინი - ვინც კურსკშია შემოჭრილი, არიან ტერორისტები და უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|