|
2015-02-13 13:02:32, 799 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიღებენ მონაწილეობას
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთოების დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, კი სტუდენტები ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთვებიან. გარდა ამისა, უწყების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)