13:41 - 08 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 15:32:53, 326 ნახვა

პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პარტია "საქართველოსთვის" კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან" მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია "საქართველოსთვის" გუნდმა "ყველაფერი დათმო, თუმცა მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის და მან შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია".

"მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში.

ასევე, მადლობას ვუხდით “ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.

ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ, მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია.

საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ჩვენსა და “ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური მიზანია, "ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე​ მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა.

17-18 სექტემბერს, ვიდრე ხაზარაძე და გახარია ზურაბიშვილს შეხვდებოდნენ, პირისპირ შეხვედრები გამართეს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა Digital Trust Summit - ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - კიევი Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს 2025 წლის დასაწყისში მიიღებს
ყაზბეგში 2 მთამსვლელი დაიღუპა
ჯანდაცვის სამინისტრო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics