|
2024-09-19 13:57:59, 341 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არა მხოლოდ სიტყვებით, ქმედებებითაც დაგვიმტკიცებია, რომ მთავრობა მზად არის სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ურთიერთობების გადასახედად, მეგობრობისთვისაც „მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე". მისივე განმარტებით, სტრატეგიული პარტნიორებისგან კონკრეტული მოწოდებები - „გამჭვირვალობის კანონსა", თუ დამნაშავეების ციხიდან გათავისუფლების თაობაზე, მიუღებელია. „როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კატეგორიულად მიუღებელია თვალებში ნაცრის შეყრა, „გამჭვირვალობის კანონის" რუსულად შეფუთვა, მიუღებელია, როდესაც კრიმინალზე გეუბნებიან გაათავისუფლეთო, თორემ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები შეგექმნებათო. არაერთხელ განვაცხადეთ და ქმედებებითაც დაგვიმტკიცებია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დათმობის ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)