|
2024-09-19 13:24:46, 397 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კეზერაშვილი ჩვეულებრივი თაღლითია, მის მიმართ კი შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საერთაშორისო დონის დამნაშავეა, თუმცა მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. კალაძის თქმით, კეზერაშვილი "თაღლითი სწორედ იმ სქემითაა, რომლითაც ძარცვავდა და აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს". “ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია იმ სქემით, რომლითაც აუბედურებდა ევროპელ პენსიონერებს და ძარცვავდა. კიდევ ერთი დიდი უბედურებაა, რომ ის ფული საქართველოში შემოდიოდა, ფინანსდებოდა პოლიტიკა, ტელევიზიები. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში გამოძიება მიმდინარეობს, არიან დაკავებულებიც, თუმცა ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია - ის არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი, მის მიმართ კი არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რათა მოპარული თანხები ისევ საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკა დააფინანსოს, რაც ძალიან მძიმეა“,- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)