|
2024-09-19 00:14:39, 487 ნახვა
პოლიტიკა
„მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ“ - ორბელიანების სასახლეში გახარიას და ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა
ორბელიანების სასახლეში პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას და "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები და მოლაპარაკებები საბოლოოდ ხვალ დასრულდება. "ჯერ არ დასრულებულა, ძალიან იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა, ჯერ არ დასრულდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია... დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხება პარიტეტის საკითხს, რომელიც ისე ვერ დალაგდა, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული",- განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)