|
2024-09-18 17:48:40, 430 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ხაზარაძე - რაღაც უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან და სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ჯერ არ გამოდის
რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას თავის გუნდთან და სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება,- ამის შესახებ "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ძლიერი საქართველოს" ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდება. "პრეზიდენტს დაველაპარაკები. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ... არა, რა თქმა უნდა... მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება, ვნახოთ, დაველოდებით",- თქვა გახარიამ. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა. გუშინ, 17 სექტემბერს ვიდრე ხაზარაძე და გახარია ზურაბიშვილს შეხვდებოდნენ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. დღეს, 18 სექტემბერს კი, ორი ლიდერის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)