|
2024-09-18 15:42:45, 477 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველოს ან ქართველ ხალხს არ ეხმარება
საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და განცხადებები, როგორიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. როგორც დანიგანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ისეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისა და აშშ-სგან საქართველოს იზოლაციას ზრდის". "ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან, დასავლეთთან და ქმედებები, განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, არ ემსახურება ამ მიზანს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე არის აშშ. გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს აშშ-სგან იზოლირებისკენ, არავისთვის სასარგებლო არ არის",- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)