|
2024-09-18 15:23:56, 458 ნახვა
პოლიტიკა
ცაჰკნა - საგანგაშოა იმის დანახვა, ოჯახური ფასეულობების დაცვის სახელით, საქართველო ზოგიერთი უმცირესობის უფლებებს როგორ ლახავს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მიღებას ეხმაურება. ცაჰკნა, სოციალურ ქსელში, ამავე საკითხზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას აზიარებს და წერს: "საგანგაშოა იმის დანახვა, ოჯახური ფასეულობების დაცვის სახელით, როგორ ლახავს საქართველო ზოგიერთი უმცირესობის უფლებებს",- წერს ცაჰკნა X-ზე. შეგახსენებთ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი "ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის". პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)