|
2024-09-11 17:40:51, 405 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება, ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა
ხავსადქცეული მაშველი რგოლები მოსდით უცხოეთიდან, თორემ, აბსოლუტურად ნულები არიან, როგორც ხშირად თავადაც წამოსცდებათ ხოლმე; აბსოლუტურად ნულია ქართული ოპოზიცია იმიტომ, რომ აგენტი არ შეიძლება რაღაც რეიტინგს ფლობდეს. აბსოლუტური ნულია, რომ არა გარედან რაღაც დახმარებები, რომელიც იქცა ხავსად,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „უცხოეთიდან ჩარევა ოპოზიციისთვის არის მაშველი რგოლი, რომელიც ხავსად იქცა და მსგავსი განცხადებები უცხოელი აქტორებისგან კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას". „სიტყვა ხავსი შემთხვევით არ მიხსენებია. ჩვენ ვახსენებდით მაშველ რგოლს, წარმოიდგენთ, რომ გარედან არანაირი მოძრაობა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა არ იყოს, ვერ მიიღებენ, ალბათ, ყველანი ერთად 10 პროცენტს. გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, არ ვიცი, შეიძლება, ერთმა პარტიამაც ვერ გადალახოს ბარიერი. წარმოიდგინეთ, რომ გარედან არავინ ერევა, შეიძლება, ერთ პარტიასაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა. მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე, განცხადებებზე, მოქმედებებზე თუ ა.შ. მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა დაიმახსოვროს, რომ გარედან განცხადებებით, გარედან მოქმედებებით, შეიძლება, რაღაც რეიტინგი ოდნავ აწიონ, 3%-იანმა 4-ზე, 4%-იანმა 5-ზე, ან პირიქით, როცა ხალხი ბოლომდე კარგად გაერკვევა სიმართლეში და ხალხი იქნება ინფორმირებული ჩვენ მიერ, განსაკუთრებით. ყველა ასეთი მაშველი რგოლი ხავსად არის ქცეული უკვე და კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას ასეთი განცხადებები, მათ შორის, იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო ვითომ საქმიანი შეხვედრით, საქმიანი გამომეტყველებით, შემდეგ რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე რაღაც ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა. ნიკა სამხარაძე რომ გერმანიაში ჩავიდეს და შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს? ზუსტად იგივეა, ანუ ზევიდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ?! ასე არ არის! ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ეთქვა თვისი სათქმელი ყველასთვის - არ შეიძლება ასე“,- განაცხადა მდინარაძემ.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)