|
2024-09-10 15:29:10, 354 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ნამდვილად არ ეხმარება
თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, "ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებულ რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა სტრატეგიულ ურთიერთობებს არ ეხმარება". მისივე თქმით, "ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლების მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხის ღია და დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა". "ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ბოლოდროინდელი გამწვავება შეგვახსენებს, რომ არსებობს ერთი გარემოება, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ტვირთად აწევს და იმედგაცრუების საფუძველია: დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ არის გაცემული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების როლზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგები ოპოზიციისთვის არეულობის მოწყობის, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის და პარლამენტის ბოიკოტის საბაბად იქცა, რამაც ქართული დემოკრატიის დაზიანებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას, რეპუტაციული ზიანიც მიაყენა. სწორედ მაშინ გაძლიერდა ცრუ ნარატივები ქართული დემოკრატიის „უკუსვლის" შესახებ. დღეს, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ, არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნები" ავრცელებდა, განზრახ, პარალელური დათვლის ცრუ შედეგებს, არამედ ეს იცოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) და უმალავდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. „სამართლიანი არჩევნების" იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე (რომელზეც გვარწმუნებდნენ, რომ გადაყენებით დაისაჯა), გადაყენებიდან მალევე, საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) მონტენეგროს ოფისში დასაქმდა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, იგივე დონორი აფინანსებს, რომელიც „სამართლიან არჩევნებს"; USAID-ის მაშინდელი ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი კი, რომელმაც იცოდა და მალავდა, რომ ყალბი შედეგები ვრცელდებოდა, ერთ-ერთ ქვეყანაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი გახდა. ცალკე საკითხია, თუ რა იცოდა აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა, რომელსაც იმ პერიოდში შუამავლის როლი ჰქონდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იმ პირობებში, როდესაც USAID სამთავრობო დაწესებულებაა და ფიზიკურადაც აშშ-ის საელჩოშია განთავსებული, რთულია იმის დაჯერება, რომ ელჩს ამ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებულ რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, ისევე, როგორც სენატს, აქვს ყველა ბერკეტი ამ საკითხის გამოსაძიებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ნაცვლად ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემისა, გვესმის ბრალდებები ცრუ ნარატივების გავრცელებაზე, რაც სულ უფრო მეტად ემსგავსება კრიტიკოსების გაჩუმების ტაქტიკას, ვიდრე სიმართლეზე ზრუნვას. საქართველო გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს ყოველთვის, როდესაც ეს მას დასჭირდა. ჰელსინკის კომისია ამერიკელი ხალხის სახელით გველაპარაკება. ჩვენც, როგორც საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, მოვუწოდებთ მას, ქართველი ხალხის სახელით, რომ გამოიძიოს ეს მწვავე საკითხი და დაადგინოს ჭეშმარიტება. ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლების მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხის ღია და დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა",- წერს პაპუაშვილი.
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)