|
2024-09-09 13:01:23, 390 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დემოკრატიას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „კანონი ითხოვს ერთ რამეს - ფული საიდანაც შემოდის, იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, დაარეგისტრირონ ეს ყველაფერი, თუ საიდან მიიღეს აღნიშნული თანხა და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მესმის, რომ მავანს ამის გასაჯაროების სურვილი არ აქვს იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი გახდება - ვინ ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ამიტომ ურჩევნიათ, ასე მალულად, შავად ახორციელონ დაფინანსებები რევოლუციის, ექსტრემისტული ორგანიზაციების, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირებისთვის. როგორ შეიძლება აღნიშნული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიას ან ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას? წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს კარგად ხვდება, თუ რა პროცესები მიდის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდი არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება მოხდეს. „ჩემთვის მავანია ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ვინც ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. პირდაპირ გეტყვით: ჩვენ არ დავუშვებთ, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, საქართველოში განვითარდეს ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკრაინაში ხდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. დავიცავთ მშვიდობას, სიმშვიდეს და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძე აქვე, გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, მათი მიზანი საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაა. „ეს ყველაფერი ძალიან დიდი ტყუილია, რადგან რეალურად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებად მოგვევლინებიან, პარტიული აქტივია. ისინიც რადიკალების ნაწილს წარმოადგენენ, უბრალოდ, სახელები აქვთ შეცვლილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს უკვე არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციაა თუ პოლიტიკური პარტია. ერთი რადიკალური დაჯგუფებაა, სხვადასხვა სახელები აქვთ უბრალოდ დარქმეული. ამ ქვეყნის ყველა მტერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის მშვიდობას ქვეყანაში, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)