23:29 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 21:53:24, 565 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, 5 000 კი ეტაპობრივად

ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6 000-მდე პატიმარს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონის ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1 000 პატიმარი დატოვებს.

"ხვალ იქნება მორიგი სხდომა, ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6000-მდე პატიმარს.

აქედან 1000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000 პატიმარი საპატიმროს დატოვებს სხვადასხვა დროს. ეს არის ყველაზე მასშტაბური ამნისტია და მიუხედავად სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის გათვალისწინებული", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics