|
2024-08-30 14:42:25, 454 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიაა
“ქართული ოცნება“ არის სიმშვიდის, ეკონომიკური გაძლიერების გარანტი, მას ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს. “ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდისა და ეკონომიკური გაძლიერების გარანტიაა. აღნიშნული მხარდაჭერა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებებით საზოგადოების დაბნევას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ხალხი 26 ოქტომბერს მათ შესაბამის პასუხს გასცემს. “არჩევნებზე წარვდგებით როგორც სხვადასხვა გაერთიანებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი. ოპოზიციაში მაქსიმალურად ცდილობენ დააბნიონ საზოგადოება, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს - ვინ არიან, როგორია მათი განვლილი პოლიტიკური ცხოვრება, რა აქვთ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული. ხალხს კარგი მახსოვრობა აქვს. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ხალხი რადიკალიზმს და იმ ბოროტებას, რომელიც დღევანდელი ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი, შესაბამის პასუხს გასცემს“,- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)