|
2024-08-30 11:58:19, 417 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი კუპრავაზე - სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია - პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი
წილოსანიც კუპრავაზე - სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა - მდაბიო საქციელია ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა. ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის, ქრისტინე კუპრავას გამოსვლასთან დაკავშირებით “რადიკალური ოპოზიციის“ კომენტარებს. წილოსანის თქმით, “ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა მდაბიო საქციელია. “ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ეს ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა... თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები. რომ კითხო, სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა. როგორი მდაბიო საქციელია ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა. თეონა აქუბარდიას და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება. ჰოდა მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ეს პარლამენტის წარმომადგენელი აგიხსნით სიტყვა “უცხოს” მნიშვნელობას და კონოტაციას, გაგახსენებთ ტერმინის შეცვლა რომ შემოგთავაზეთ და თქვენვე თქვით უარი... არადა, მთელი საკონსტიტუციო სარჩელები და თქვენი უბადრუკი მცდელობა, სწორედ ამ ტერმინზე გაქვთ აგებული“,- წერს წილოსანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)