23:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 12:12:04, 243 ნახვა

უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა - ნადირობს სეზონზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის ფაქტები აღკვეთილია კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და გურიაში. 

"გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 4 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 4 შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ. 

24 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს ინადირონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნადირობის სეზონის განმავლობაში უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრებს. 

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics