|
2024-08-22 13:15:27, 352 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - სანქცირებული სასამართლოს იმედი რომ არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში - ეს ყველასთვის გასაგებია
სანქცირებული სასამართლოს იმედი რომ არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში ეს ყველასთვის გასაგებია - 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს იქნება რუსული კანონი,- ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ გამჭვირვალობის კანონის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით განაცხადა. ნადირაძის განცხადებით, “ჩვენ ვართ, არა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს იმედზე, არამედ ხალხის იმედზე, რომელიც დაამარცხებს “ქართულ ოცნებას“. “ამ ქვეყანაში სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში ალბათ ეს ყველასთვის გასაგებია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით მინიმალურია, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს იქნება რუსული კანონი. ამიტომ ჩვენ ვართ, არა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს იმედზე, არამედ ხალხის იმედზე, რომელიც დაამარცხებს ქართულ ოცნებას რუს ოლიგარქ ივანიშვილს და ყველა ის, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური კანონი იქნება გაწვეული და ქვეყანა დაბრუნდება ევროპულ რელსებზე, ევროპულ გზაზე და ამ ადამიანებს, ქვეყანაში ექნებათ ყველა ის საშუალება და ბერკეტი, რომელიც სწრაფად წაგვიყვანს წინ ევროპისკენ“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, გამჭვირვალობის კანონის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)