|
2024-08-20 21:12:20, 701 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს
ამ “ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია!, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას. იონათამიშვილის შეფასებით, "გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს, შესაბამისად, ფარსია ყველაფერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ევროპასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობს". "ამ “ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია! გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის, ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს. ამიტომ ფარსია ყველაფერი, რასაც ესენი ევროპაზე და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ. მათთვის ორგანული ყოველთვის იყო ძალადობა და სიძულვილი და, ცხადია, მათი ზნე არასდროს შეიცვლება", - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)