|
2024-08-20 18:00:44, 567 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, რომ საზოგადოების მოტყუება სცადონ
ასეთი კვაზი გაერთიანებები, შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა. გორდულაძის თქმით, არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც ეხებოდნენ, მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება და ამ ყველაფერს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. "ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, არც პოლიტიკური სინდისით და ნამუსით გამოირჩევიან. არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც კი ეხებოდნენ ხოლმე. მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს ნაცმოძრაობისგან დისტანცირებულები არიან. სინამდვილეში მათ არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები. ვხედავთ, როგორ ართმევს ერთმანეთს ხელს ხაზარაძე და ელისაშვილი. ვხედავთ, როგორ ერთიანდება "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფორმალურად, მაგრამ სულიერად და გონებრივად არასდროს წასული გიგი წერეთელი და ყველაფერი ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორმე თავიანთი მხარდამჭერების რაოდენობა გაანაწილონ მცირე პარტიებზე და პარლამენტში მანდატების მოპოვება სცადონ, რაც არ გამოუვათ“ - განაცხადა გორდულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)