|
2024-08-16 11:59:03, 409 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხახუბია - პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის!
პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დელეგატობის კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია სოციალურ ქსელში წერს. ხახუბია მმართველ პარტიას ნდობისთვის მადლობას უხდის. "ჩემო ფოთელებო, ხობელებო და სენაკელებო! 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით. მაქვს პატივი, კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში. პირადად ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ. ჩვენი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციას, სოფლის მეურნეობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, სკოლებსა და ბაღებს, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მიმართულებებს. მე მქონდა შესაძლებლობა, ერთი წელი გამეგრძელებინა ირაკლის წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და ამასთანავე შევძელი, ჩვენი საერთო სურვილი სისრულეში მომეყვანა, რაც ქალაქ ფოთისთვის ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას გულისხმობს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სათავე იქნება. პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის! დიდი იმედი მაქვს ჩემი ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!" - წერს ხახუბია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)