|
2024-08-15 16:20:29, 447 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - მოვითხოვთ, „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად საჯარო სასამართლო დაიწყოს
მოვითხოვთ, დაიწყოს საჯარო სასამართლო "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გვარამია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებასა და ამავე განცხადებაზე გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველომ დაიწყო ომი" - "ეს არის ბრალდება, რომელიც ქვეყნის ღალატს უტოლდება". "თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის "ქართული ოცნება". ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, მაგრამ ეს არის მკაფიო მაგალითი და დაწერილია შავით თეთრზე ამ პარტიის მიერ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის საქართველოს ხელისუფლებაში. 'საქართველომ დაიწყო ომი" - ეს არის ბრალდება, რომელიც უტოლდება ქვეყნის ღალატს. მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია. არავის მსოფლიოში, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმს არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის დაწყებაში. ერთადერთი გამონაკლისი პარადოქსულად, მაგრამ ბოლო პერიოდი ცხადყოფს, რომ სრულიად გასაგებად, არის საქართველოსავე ხელისუფლება და "ქართული ოცნება"... არ დააყოვნა რუსეთმა რეაგირება და გაეროში, უშიშროების საბჭოზე რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელმა, დიმიტრი პოლიანსკიმ პირდაპირ განაცხადა - "ახლა, საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში, ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულად გადაურჩა ტყვიებს". აქ უკვე მეორე განცხადებაა "ქართული ოცნების" დამატებული, ირაკლი კობახიძის ყბადაღებული განცხადება, თითქოს, მას ევროკავშირი კლავდა. სწორხაზოვნად და ხისტად უნდა ითქვას, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი; ეს არის საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს, ჩვენ სამშობლოს არ ჩაუდენია არასდროს და ეს არის მცდელობა, ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. ამით ჩვენ ვაძლევთ იურიდიულ წინაპირობას რუსეთს, რომ ეს გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, სამართლებრივ არგუმენტს ვაძლევთ ამისას... რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის აქ მოხსენიებას, თუ რამეზე შეიძლება შეთანხმდეს საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკის მთავარი წარმატება ამ ქვეყნის, არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული... სააკაშვილს ომი არ დაუწყია, პირდაპირ ვამბობ. მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში, არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, ეს არის ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დიახ, დაიწყოს საჯარო სასამართლო "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად. ახლა თუ არა, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება",- განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, 13 აგვისტოს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "დადგა დრო, დამნაშავეებმა პასუხი კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ". აღნიშნულ განცხადებას გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს".
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)