|
2024-08-12 16:07:28, 402 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ზურაბიშვილს მოვუწოდებ, დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს
სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილს „არანაირი სადამკვირვებლო საკითხები არ აწუხებს". „სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. მარტივი ამბავია. არანაირი სადამკვირვებლო საკითხები მას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს პრაქტიკულად არ ახლავს. რისკები ახლავს მაგალითად, ISFED-ს, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არ გააყალბონ და იმას დააკვირდეს, ერთი თვე არ დაგვიმალოს ISFED-მა სიმართლე, არჩევნების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს და ამ კარგი დაკვირვების შედეგად რა დასკვნებს გამოიტანს ეს იქნებ გვითხრას. თუმცა, არ გვეტყვის, რადგან თვითონაც თანამონაწილეა ამ აგენტურული გეგმების, რომელზეც დგას "ნაცმოძრაობის" გეგმები“,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)