|
2024-08-12 15:46:05, 386 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სენატორების ვიზიტზე - მეგობრობა და თანამშრომლობა უნდა იყოს ორმხრივი, არსებული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას
ვფიქრობ, აღნიშნული ურთიერთობები დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, მედიასთან სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, რიგი სენატორების მხრიდან აქამდე გაკეთებული განცხადებები “სიცრუის კამპანიის“ ნაწილია. “განცხადებების დონეზე რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა “გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რას ვაკეთებ არასწორად. არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ - იმიტომ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. “პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას. საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)