|
2024-08-12 15:21:37, 454 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ზურაბიშვილის ჩართულობით, რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც მარცხისთვისაა განწირული
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ქვეყნის მოსახლეობა ამ რადიკალურ დაჯგუფებას პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს". „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდება. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული. საქართველოში რადიკალიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მომხრეა, რომ ქვეყანაში გაჩაღდეს ომი სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ურჩევნია, ან სანქციებისთვის შეერთება და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება უნდა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ დაჯგუფებას, რომელიც გარედან იმართება, შესაბამის პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს“,- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)