|
2024-08-11 15:10:05, 559 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას!
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატების, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა დაემალა სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერტებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას. "ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას! მას არაფერი აქვს სათქმელი სახელმწიფოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია! ბიძინას და თავისი პარტიის კურსი ნათელია - ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და ქვეყნის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან. ეს არ არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი! ამიტომ, 26 ოქტომბერს სწორედ ხალხი გასცემს მას პასუხს და გაისტუმრებს 12 წლიანი მმართველობიდან!", - წერს ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)