|
2024-08-11 12:46:32, 493 ნახვა
პოლიტიკა
შაჰინი - იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ ინტერესდება ურთიერთობების გაგრძელებით
იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ ინტერესდება ურთიერთობების გაგრძელებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯინ შაჰინმა დილით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შაჰინის თქმით, საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს და ეკონომიკის განვითარებას უჭერს მხარს. "იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერმინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც ის განცხადება, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა (რაც აბსოლუტური სიცრუეა); იმედი მაქვს, პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა განიხილავენ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც მათ მომავალში შეუძლიათ იმისათვის, რომ განაგრძონ იმ ურთიერთობების გაუმჯობესება რაც აშშ-სა და საქართველოს აქამდე ჰქონდა. აშშ მხარს უჭერდა საქართველოს, ის მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში - ეს არის ფოკუსი ამერიკის შეერთებული შტატების; ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს ვუჭერდით მხარს, ეკონომიკის განვითარებას, მისი მოქალაქეების სურვილებს და იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით” შეგახსენებთ, 10 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)