|
2016-02-18 16:27:33, 654 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ამაღლდეს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. "საჭიროა, ეროვნული ვალუტის მიმართ გაღრმავდეს ნდობა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. ეს არის დედოლარიზაციის - ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ მის ეკონომიკაზე გავლენას ახდენენ გარე ეკონომიკური პროცესები, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის გაცვლით კურსზე. იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის ეს პროცესები ნაკლებადმტკივნეული იყოს, უნდა გაღრმავდეს ლარიზაციის პროცესი, უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ინფლაციის რეგულირებისათვის ბევრ ქვეყანაში გამოიყენება კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოებასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის. ამიტომ პრობლემების გადასაჭრელად ეროვნულ ბანკს საზოგადოებასა და ეკონომიკური აგენტებს შორის კომუნიკაციის პროცესი უნდა გაღრმავდეს. ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმარტებები უნდა მიაწოდოს მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს", - განაცხადა გვენეტაძემ. კობა გვენეტაძის აზრით, აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე. „უნდა გაღრმავდეს კომერციული ბანკების სტაბილურობის პროცესი, რადგან მათი გამართული ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი და კაპიტალის ბაზარი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე უკვე 70-მდე უფასო კურსი ხელმისაწვდომია
“მოიწვიე ფინედუ კლასში” - საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს
Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)