|
2024-08-10 11:18:54, 465 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი შაჰინი: მადლობელი ვარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულებისთვის
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა. შაჰინი აღნიშნავს, რომ მოხარულია ვიზიტის დაწყება პრეზიდენტთან შეხვედრით. „მადლობელი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, ამბიცია, რომელსაც იზიარებს ქართველი ხალხის უმრავლესობა“, - წერს ჟან შაჰინი. სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. სენატორი და კონგრესმენი ასევე გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებს და სტუდენტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)