|
2024-08-07 15:01:46, 349 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე - მიშა იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის - ქართული ჯარი კი ყოველთვის იყო და არის საამაყო!
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, „სააკაშვილი იბრძოდა არა ქვეყნისთვის, არამედ სკამისთვის. “ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეროვნული პოლიტიკის გატარებაა". „ვიცით, რუსეთი ოკუპანტია! პირადად მიშა, იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის. ქართული ჯარი კი, საამაყო იყო ყოველთვის! რთული გამოწვევების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა არაღიარების პოლიტიკა, მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებით. ომის დამანგრეველი შედეგები ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, ამიტომ, მშვიდობას და ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს“,- აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)