06:24 - 10 Oct, 2026
|
2024-08-07 09:38:52, 417 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შესაბამის "განკარგულებას" ხელი ბჟანიამ თავად მოაწერა. შამბა მანამდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, ახლა მას რაულ ლოლუა შეცვლის, რომელიც მანამდე გუდაუთის “ადმინისტრაციის მეთაურად“ არ დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც "თანამდებობა" 7 მაისს ინალ არძინბამ დატოვა. შეგახსენებთ, სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 1997 წლის მაისიდან 2004 წლის ივლისამდე და 2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლის თებერვლამდე პერიოდებშიც იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)