|
2024-08-06 12:57:27, 449 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - საუბარი, რომ ვერ მოხდება პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმება, უნდობლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს
საუბარი იმაზე, რომ ვერ მოხდება პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმება, მგონია, რომ თავად ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს,- ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც კორძაიამ აღნიშნა, პოლიტიკურმა პარტიებმა აჩვენეს, რომ მათ ამომრჩევლის მოთხოვნის შესასრულებლად გაერთიანება შეუძლიათ. "ჩვენ, "ერთიანობის" წარმომადგენლები, უკვე დიდი ხანია, დავდივართ რეგიონებში და ჩვენთვის ცალსახა და არაორაზროვანია ის, რომ მოქალაქეების არჩევანია ევროპა და ევროპაში შესვლა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები და აბსოლუტურად ყოველდღიურად ჩვენ დაუღალავი შრომით მივაღწევთ იმ შედეგს, რომ გავიმარჯვებთ და "ქართული ოცნება" იქნება ოპოზიციაში. მთავარი და მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და ბუნებრივია, ჩვენი "ერთიანობა" ახორციელებს, არის ის, რომ შედეგი დავდოთ ოქტომბრის არჩევნებში და მოვუსმინოთ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მოქალაქეების ნება ზუსტად რომ არის ხელისუფლების ცვლილება და 9 ნაბიჯის შესრულება იმისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა არ დაგვეკარგოს. ჩვენ ამ 9 ნაბიჯის შესრულებს მოვაწერეთ ხელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ საწადელს, რაც საქართველოს კონსტიტუციით და მოქალაქეების არჩევანით არის აღიარებული. სალომე ზურაბიშვილმა ბევრი ილაპარაკა იმ უნდობლობაზე, რაც სუფევს საზოგადოებაში და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩემი აზრით, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთი რამ აჩვენეს ცხადად, რომ მათ შეუძლიათ გამსხვილება, გაერთიანება იმისთვის, რომ საქართველოს ამომრჩევლის მოთხოვნა შევასრულოთ და არა მგონია, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს გაუჭირდეს კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, მაგრამ ერთის მხრივ, საუბარი იმაზე, რომ ნდობა არ არსებობს პოლიტიკური პარტიების მიმართ და ეს ნდობა უნდა აღვადგინოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, საუბარი იმაზე, რომ ვერ შეთანხმდებიან პრემიერობის კანდიდატზე, მგონია, რომ თავად ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენის საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გზავნილები საინტერესოა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციური სპექტრი ნამდვილად შეძლებს კონსენსუსის მიღწევას გამარჯვების შემდეგ და ჯერ მთავარია არჩევნებში გავიმარჯვოთ",- ამბობს კორძაია.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)