|
2024-08-05 15:46:38, 511 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში „ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ რუსეთის აგენტებად
მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ "ოცნების" მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ რუსეთის აგენტებად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, "ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი", რომელსაც ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახორციელებს. "მომდევნო ნაბიჯი, მე მგონი, უნდა იყოს, რომ მაგ აგენტების რეესტრში თვითონ "ოცნების" მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, როგორც უკვე, რუსეთის აგენტებად. ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება, ჩვენი ერთიანობით განვახორციელებთ 26 ოქტომბრის შემდეგ. გამჭვირვალობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს და საერთოდ, იმ თანხების წარმოშობა იყოს უცნობი, ამ მიმართულებით გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება",- ამბობს ცისკარიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)